Sunday, April 7, 2024

"ნორჩი მკითხველები"-ის მესამე შეხვედრა

 

  ქართულის წრე:

2024 წლის 29 მარტი. ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ მხატრული ტექსტი ლია შალვაშვილის „ნინი ,ზუკა და დედამიწა“  ტექსტის გაგება -გააზრების მიზნით.

კითხვის პროცესში ვსვავდით კითხვებს , ვხსნიდით უცხო სიტყვებს და ტექსტის  გმირების მოგზაურობის ადგილებს რუკაზე ვძებნიდით  და დიდი ინტერესით ინიშნავდნენ რვეულში ტექსტის გმირების მოგზაურობის ადგილებს რაც  შეჯამების პროცესში იყო მეტად საჭირო და   მეცადინეობას  სახალისოსა და საინტერესოს ხდიდა.   ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს ლექსიკურ მარაგს ,მსჯელობის,წაკითხული ტექსტის გაგების და ანალიზის  უნარი.

"ნორჩი მკითხველეი"-ის მეორე შეხვედრა

 

მეორე შეხვედრა ქართულის წრე :

2024  წლის 22 მარტი .

მასწავლებელი ესაუბრა კითხვის ეფექტურ მეთოდებზე, ტექსტის გაგება -გააზრებაზე.  ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრები".მოსწავლეები ააქტიურებენ  წინარე ცოდნას   და  გამოთქვავენ  ვარაუდებს თემის ირგვლივ,  წიგნი მოიცავს ხუთ საოცარ ზღაპარს, მათ შორის ძალიან დაინტერესდნენ "როგორ იქცა თომა ჯუჯად". წაკითხვის შემდეგ   მოსწავლეები სვავენ შემაჯამებელ შეკითხვებს    და აყალიბებენ თავაანთ პოზიციას.  ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს ლექსიკურ მარაგს ,მსჯელობის,წაკითხული ტექსტის გაგების და ანალიზის  უნარი.




Wednesday, March 20, 2024


ქართულის წრე
პირველი შეხვედრა ქართულის წრე:
2024 წლის15 მარტში
შევხვდით წრეზე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს. გავეცანით საწრეო მუშაობის მიზნებს , პროგრამას და განრიგს.


მოკლედ ვისაუბრეთ  ყველა იმ საკითხებზე რის გაკეთებასაც ვაპირებდით მეორე სემესტრის  განმავლობაში.

წრის სამუშაო პროგრამა


ახალსოფლის საჯარო სკოლის ქართულის წრის სამუშაო პროგრამა


 #

საწრეო მუშაობის პროგრამა

ხანგრძლივობა

შეხვედრის

თარიღი

1

წრის წევრთა შეხვედრა, საწრეო  მუშაობის მიზნისა და პროგრამის გაცნობა

1 სთ

15.03.2024  წ

2

გ.კეკელიძის  „ როგორ იქცა თომა ჯუჯად“ზღაპრის  წაკითხვა ,გაგება- გააზრებაზე მუშაობა.

1 სთ

22.03.2024 წ

3

ლ.შალვაშვილის „ნინი,ზუკა და დედამიწა“ მხატვრული  ტექსტის წაკითხვა გაგება-გააზრებაზე მუშაობა.

1 სთ

29.03.2024 წ

4

ნ.ოქროპირიძის „იწილო ბიწილო“ სახალისო აქტივობები.რებუსების შედგენა.

1 სთ

05.04.2024 წ

5

ენის გასატეხები; მათი სწორად და სწრაფად კითხვა

1 სთ

12.04.2024 წ

6

ტექსტის ეპიზოდების  ერთმანეთთან დაკავშირება,

 მთავარი თემის განსაზღვრა და გმირის საქციელის შეფასება;

1 სთ

19.04.2024 წ

7

ეზოპეს იგავების წაკითხვა და დამუშავება.

1 სთ

26.04.2024 წ

8

წაკითხული ტექსტით აღძრული ემოციების გამოხატვა

1 სთ

03.05.2024 წ

9

ვაჟა-ფშაველას  „ის კი არ არის ბიჭობა“ ვიდეოს მოსმენა და დისკუსია .

1 სთ

10.05.2024 წ

10

სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრულ კითხვაში ვარჯიში.

1 სთ

17.05.2024 წ

11

ვ.კვირიკაშვილის „სკუპ-სკუპით სკოლისაკენ სახალისო შეკითხვები.

1 სთ

24.05.2024 წ

12

ჩვენს მიერ წაკითხული ტექსტის  სამგანზომილება სვრცეში აღქმა.

1 სთ

31.05.2024 წ

13

სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკების წაკითხვა და დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;

1 სთ

07.06.2024 წ

14

წრის რეფლექსია

1 სთ

14.06.2024 წ

Wednesday, March 6, 2024

წრის მუშაობის მიზანი

 

საწრეო მუშაობა ქართულში   2023-2024 სასწავლო წელი.

წრის დასახელება :          “ნორჩი მკითხველები“

სკოლა : სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა

სამიზნე ჯგუფი: II –IV კლასი

პედაგოგი : ციალა ცაბაძე

წრის მუშაობის მიზანი: ქართული ენისა და ლიტერატურის  წრის მუშაობა მიზნად ისახავს განუვითაროს მოსწავლეს სამეტყველო უნარები ,გამოუმუშაოს ზეპირი მეტყველების კულტურა.

  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის კითხვა, წერა, გაგება-გააზრება, გადმოცემა საკუთარი მოსაზრებების,დაინტერესდნენ   სხვა სახალისო დავალებების შესრულებით. დააკავშირონ სხვადასხვა სახის თემები ერთმანეთთან.