Sunday, July 16, 2017

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მე და ჩემმა კოლეგებმა  გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები ,ერთმანეთს მივაწოდეთ უკუკავშირები ,,შევქმენით პორტფოლიო  დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.    
ტრენინგის მერვე დღეს

გაუზიარეთ ერთმანეთს სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკებიგავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში მოცემულ ოთხ დონეს. ვიმუშავეთ მეექვსე მოდულში მოცემულ რესურსებზე. ტრენერმა შემოგვთავაზა პრეზენტაციის შაბლონი: "აღქმის სტილი." განვიხილეთ და ვიმსჯელეთ მოცემულ მასალაზე. გავეცანი გარდნერის მიერ შემუშავებულ ინტელექტის 10 სახეობას. გეგმის შაბლონში შევავსეთ დარჩენილი მასალა.
ტრენინგის მეშვილდე დღე 

ძალიან საინტერესო და დატვირთული გვქონდა. ჩვენი მომზადებული პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. გავეცანით პროგრამა დრაივს. ფაილი ჩამოვტვირთეთ ეკრანზე, იგივე კონვერტირება. ჩემი  პრეზენტაცია ჩავაშენე ბლოგზე, რომლის ნახვა შეგვიძლია ბლოგზე. გავეცანით ვიდეო გაკვეთილების პორტალს, სადაც დრაივის და ბლოგის ნახვა.მუშაობა გავაგრძელეთ ჩვენს გზამკვლევზე.
ტრენინგის მეექვსე დღე


პროექტის მეექვსე დღეს განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, როგორ გავგეგმოთ აქტივობები პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს. პროექტში გათვალისწინებული ვადები გავწერეთ ფაზების მიხედვით და შევიტანეთ გეგმის შაბლონში. როგორც წინა დღეებმა, ასევე დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა. გავიგე ბევრი საინტერესო და საჭირო მასალა

Saturday, July 8, 2017

დღეს შევაფასეთ ერთმანეთის პროექტისთვის გამზადებული პრეზენტაციები. ვისწავლეთ აქტივობების დაგეგმვა და განაწილება დროის ღერძზე. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შექმნა.

Sunday, July 2, 2017

1.      
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა , თუ როგორ უნდა გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
გავეცანი განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგიას . ასევე ამ სტრატეგიაში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
შეფასების სტრატეგიები დახმარებას გამიწევს შევძლო შევაფასო:
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების
 ხელშეწყობა.  გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა თუ როგორ გამომეყენებინა სტადარტების მიმცემი საკვანძო კითხვები, რამდენიმე თვალსაზრისით:
1.      სტანდარტი მოვარგე ჩემ მიერ დაგეგმილ პროექტს.
2.      შევიმუშავე პროექტის მიზნები
3.      სტანდარტების გათვალისწინებით დავგეგმე პროექტის აქტივობები.

4.      მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარა მოსწავლეების გამოწვევაში, რომ უკეთ შეძლონ საკითხის შესწავლა.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
გავაანალიზე, თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი. დამაფიქრა სასწავლო პროცესში პროექტის მნიშვნელობის აუცილებლობაზე. ვისწავლე და შევქმენი ბლოგი. გავეცანი იმ საჭირო და აუცილებელ საქაღალდეებს , რომლებიც პორთფოლიოში უნდა მოთავსდეს.შევქმენი პროექტის პუბლიკაცია და გავაანალიზე თუ რატომ და როგორ უნდა გავაცნო ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტები სხვა დაინტერესებულ პირებს.