Monday, December 17, 2018


ოცდამეორე შეხვედრა:  2018 წლის 13 დეკემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა .გააკეთეს პრაქტიკული დავალება  გამოთვალეს  წლის  თვის და    დღის საშუალო ტემპერატურა და გააკეთეს პრეზენტაცია.


ოცდამეერთე შეხვედრა:  2018 წლის 11 დეკემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ამინდის შესახებ .თუ რა ფაქტორები განაპირობებს ამინდის ცვლილებას. მოიძიეს ინფორმაცია და გააკეთეს პრეზენტაცია.


მეოცე შეხვედრა: 2018 წლის 6 დეკემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს  ქარების მრავალსახეობებზე მოიძიეს მასალები თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ქარის მიმართულება .


მეცხრამეტე შეხვედრა: 2018 წლის 4 დეკემბერი . ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წინა შეხვედრაზე ნანახი ვიდეო მასალისა და ბუნებაზე დაკვირვების საფუძველზე ჩაატარეს მარტივი ცდა და გამოიტანეს დასკვნა.

მეთვრამეტე შეხვედრა: 2018 წლის 29 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა

ნახეს ვიდეო მასალა თუ როგორ ხდება წყლის ბრუნვა  ბუნებაში და რა არის აორთქლება.

Tuesday, December 11, 2018

   მეჩვიდმეტე შეხვედრა: 2018 წლის 27 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციისა და ჩატარებული ცდის შედეგად მცირე ჯგუფებში დახატეს ცისარტყელას ფერები თანმიმდევრობით.
 მეთექვსმეტე შეხვედრა: 2018 წლის 22 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა  ისაუბრეს ბუნებრივივი მოვლენების შესახებ. მოიძიეს ინტერნეტით ინფორმაცია ცისარტყელას წარმოქმნის შესახებ და ჩაატარეს ცდა .

         

მეთხუთმეტე შეხვედრა: 2018 წლის 20 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. თუ რა წესების დაცვაა საჭირო იმისათვის რომ ჯანმრთელები ვიყოთ. .ამასთან ერთად ისაუბრეს და გააკეთეს კვლევა ეტიკეტებზე  .


               

მეთოთ

მეთოთხმეტე შეხვედრა: 2018 წლის 15 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა დიდი საბავშვო ენციკლოპედიიდან მოიძიეს ინფორმაცია ყვავილოვანი მცენარეების შესახებ და შემდეგ ნახეს ვიდეო მასალა თუ რა როლს თამაშობს დამტვერვა თესლის წარმოქმნამდე.


         
მეცამეტე შეხვედრა: 2018 წლის 13 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წინა შეხვედრაზე მოძიებული ინფორმაციისა და დიდი საბავშვო ენციკლოპედიის საფუძველზე გააკეთეს ჩანაწერები და შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია.


მეთორმეტე შეხვედრა: 2018 წლის 8 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ინტერნეტით მოიძიეს ინფორმაცია მცენარის აგებულებისა ზრდა განვითარების შესახებ .



   
მეთერთმეტე შეხვედრა: 2018 წლის 6 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეები დაიყვნენ ოთხ  მცირე ჯგუფად ,დაინაწილეს წელიწადის თითოეული დრო და აპლიკაციებით გააკეთეს წელიწადის ოთხივე დროისათვის დამახასიათებელი ნიშნები და შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია.

           
მეათე შეხვედრა: 2018 წლის 1 ნოემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს ინფორმაცია  წელიწადის დროების შესახებ. რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს თვითოეულ დროს და შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია.

   
მეცხრე შეხვედრა: 2018 წლის 30  ოქტომბერი.ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრის შესახებ და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ისაუბრეს მთვარის ფაზების შესახებ.
             
    მერვე შეხვედრა: 2018 წლის 25 ოქტომბერი.ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მეშვიდე შეხვედრაზე მოძიებული მასალისა და წინარე ცოდნაზე დაყრდნობით დაამზადეს დედამიწის მარტივი მოდელი .(გოგრისა და საღებავების გამოყენებით).

                         
მეშვიდე შეხვედრა: 2018 წლის 23 ოქტომბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლებმა    დიდი საბავშვო ენციკლოპედიიდან მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის ფორმის და აგებულების შესახებ და შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია.





       

Tuesday, December 4, 2018

         მეექვსე შეხვედრა:  2018 წლის 18 ოქტომბერი. ამ შეხვედრაზე გავაკეთეთ წინა შეხვედრაზე მოძიებული ინფორმაციის პრეცენტაცია . .მოსწავლეები დანაწილდნენ ჯგუფებად და შექმნეს  მზის სისტემის მოდელი პლასტილინისა და მავთულების გამოყენებით .

       მეხუთე შეხვედრა :   2018 წლის 16 ოქტომბერი.  ამ შეხვედრაზე      ვისაუბრეთ მზის სისტემის შესახებ .მოვიძიეთ ინფორმაცია მზის გარშემო მოძრავი პლანეტებისა და ციური სხეულების შესახებ.


     მეოთხე შეხვედრა :   2018 წლის 11 ოქტომბერი.  ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ უახლოეს ვარსკვლავის მზის შესახებ . მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხდება მზის „ამოსვლა და ჩასვლა“.