Friday, April 12, 2019


მეშვიდე შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 11 აპრილი . ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ გრამატიკულ მასალაზე. კერძოდ წინადადებები შინაარსისა და შედგენილობის მიხედვით. მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ .ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ტიპის წინადადების სწორად წაკითხვაში .ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს მხატრული ტექსტის სწორად კითხვას და მართმეტყველების წესების დაცვას.

მეექვსე  შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 4 აპრილი . ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“- იდან პატარა მოთხრობები . დავაკავშირეთ ტექსტის ეპიზოდები ერთმანეთს.და მოვახდინეთ გმირის საქციელის შეფასება..ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ  აზროვნების უნარს.

მეხუთე შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 28 მარტი . ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ ნელი ოქროპირიძის „იწილო- ბიწილო“ . წიგნი მდიდარია ქართული ხალხური საბავშვო ლექსებით და ენის გასატეხებით.  . მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ ენის გასატეხებს და იმეორებდნენ სწორად . ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სწორად გამოთქმაში .ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს ლექსიკურ მარაგს და კონცენტრაციის  უნარს.



მეოთხე შეხვედრა ქართულის წრე :
2019 წლის 21 მარტი . ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ ნელი ოქროპირიძის „იწილო- ბიწილო“ . წიგნი მდიდარია ქართული ხალხური საბავშვო ლექსებით და რებუსებით . მოსწავლეებმა ხალისით გააკეთეს სახალისო დავალებები , შეადგინეს რებუსები. ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს ლექსიკურ მარაგს ,შემოქმედებით და ფანტაზიის უნარს.