Wednesday, May 29, 2019


მეათე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 3 აპრილი
ამ მეცადინეობაზე გავაკეთეთ ტესტირება. მოვახდინეთ წრეებზე ნასწავლი მასალის  შეჯამება .





მეცხრე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის  27  მარტი.
ამ მეცადინეობაზე საუბარი გვქონდა ეროვნული ფულის ნიშნების (ბანკნოტების და მონეტების ) გამოყენება  20-ის ფარგლებში. მოსწავლეებმა სახელმძღვანელოების დანართებიდან ამოჭრეს მონეტები,  ბანკნოტები მოვიყვანეთ მაგალითები  და გავაკეთეთ ამოცანები ფულის ერთეულების გამოყენებით .





მათემატიკის წრე
მერვე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 20  მარტი.
ამ შეხვედრაზე განვიმტკიცეთ ცოდნა შეკრება-გამოკლების უცნობი კომპონენტის პოვნაში .
გავაკეთეთ მაგალითები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.





მეშვიდე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 13  მარტი.
ამ მეცადინეობაზე განვიმტკიცეთ ცოდნა, წინა შეხვედრაზე ნასწავლისა და შევისწავლეთ, მარტივი ამოცანის ამოხსნის დროს შესაბამისი მოქმედებისა და მისი შესაბამისი ხერხის შერჩევა.
გავაკეთეთ ამოცანები სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.





მათემატიკის წრე
მეექვსე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 6   მარტი.
ამ მეცადინეობაზე ვისაუბრეთ ამოცანის ნაწილების შესწავლაზე. მოსწავლეებმა ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრეს მოცემული და საძებნი. შემდეგ ამოხსნეს  ამოცანები და როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში.


მათემატიკის წრე
მეხუთე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის   27  თებერვალი.
ამ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა თუ როგორ შეიძლება ზეპირად შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულება ათეულზე გავლით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოვიყვანეთ უამრავი მაგალითები .შემდეგ მოსწავლეებმა  გამოუკიდებლად გააკეთეს.   ჩართულობა იყო მაღალი.


მათემატიკის წრე
მეოთხე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 20  თებერვალი.
ამ მეცადინეობაზე საუბარი გვქონდა თუ როგორ ხდება  ზეპირი ანგარიშის დროს ბიჯით თვლა და შემდეგ თანრიგების დაჯგუფება .მოსწავლეებმა ადვილად გაიგეს ახსნილი და დამოუკიდებლადაც გააკეთეს მაგალითები.




მათემატიკის წრე
მესამე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 13 თებერვალი. 
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობაზე. შევასრულეთ მაგალითები თემასთან დაკავშირებით.მეცადინეობა იყო ძალიან აქტიური და საინტერესო.




მათემატიკის წრე
მეორე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 6  თებერვალი.
 ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საგნებისა და მათი გამოსახულებების მეშვეობით ,შეკრება - გამოკლების ოპერაციების შესრულებაზე და  ცნებები  > და < .     შევასრულეთ მაგალითები.





მათემატიკის წრე
პირველი შეხვედრა მათემატიკის  წრე:
2019 წლის 30 იანვარს შევხვდით წრეზე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს. გავეცანით საწრეო მუშაობის მიზნებს , პროგრამას და განრიგს.
მოკლედ ვისაუბრეთ  ყველა იმ საკითხებზე რის გაკეთებასაც ვაპირებდით მეორე სემესტრის  განმავლობაში.



Friday, May 24, 2019


მერვე შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 18 აპრილი . ამ შეხვედრაზე  წავიკითხეთ საბავშვო ქრესტომათია,კრებული  სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი მასალა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული და უცხოური ზღაპრები შემდეგ მოხდა წაკითხულ ტექსტების  განხილვა და კითხვის დროს აღზრული ემოციების გამოხატვა .