Tuesday, January 29, 2019


    საწრეო  მუშაობა
წრის დასახელება: ნორჩი მოაზროვნე“
საგანი: მათემატიკა
პედაგოგი: ციალა ცაბაძე
              სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლაში შეიქმნა მათემატიკის წრე, რომელიც განკუთვნილია პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისათვის. წრის მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 45 წუთის ხანგრძლივობით.
               საწრეო მუშაობის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის მიმართ, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარის განვითარებას, მოტივაციის ამაღლებასა და მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში,
რაც თავის მხრივ გაზრდის მოსწავლეთა თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებას.
             საწრეო მუშაობა ეყრდნობა ესგ-ით გათვალისწინებულ სტანდარტებს:
მათ. 2.2.  - მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები. რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების ოპერაციები;
მათ. 2. 5.- მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
მათ.2.8.-  მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების ასაღწერად;

              საწრეო მუშაობის გეგმა:
1-ლი მეცადინეობა: 30. 01. 2019.- წრის წევრთა დაკომპლექტება, მიზნისა და სამუშაო გეგმის გაცნობა;
მე-2 მეცადინეობა:  06.02.2019.- სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულების მეშვეობით შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულება; ცნებები: -ით <,  -ით>, გაიზარდა, შემცირდა;
მე-3 მეცადინეობა: 13. 02.2019. - მოქმედებათა  ურთიერთშებრუნებულობა;
მე-4 მეცადინეობა: 20. 02.2019.ზეპირი ანგარიშის დროს ბიჯით თვლა, თანრიგების დაჯგუფება;
მე-5 მეცადინეობა: 27.02.2019.-ზეპირად ათეულზე გავლით შეკრება- გამოკლების ოპერაციების შესრულება;
მე-6 მეცადინეობა: 06.03.2019.ამოცანების ნაწილების შესწავლა, პირობის მიხედვით მოცემულისა და საძებნის განსაზღვრა;
მე-7 მეცადინეობა: 13.03.2019.-მარტივი ამოცანის ამოხსნის დროს შესაბამისი მოქმედების და მისი შესაბამისი ხერხის შერჩევა;
მე-8 მეცადინეობა: 20.03.2019.-უცნობი კომპონენტის პოვნა შეკრება-გამოკლების დროს;
მე-9 მეცადინეობა: 27.03.2019.-რეალურ და გათამაშებულ ვითარებაში ეროვნული ფულის ნიშნების ( მონეტები, ბანკნოტები) გამოყენება 20-ის ფარგლებში
მე-10 მეცადინეობა: 03.04.2019  ტესტირება
მე-11 მეცადინეობა: 10.04.2019.-ფიგურათა შიგა და გარე არეების განსხვავება, ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე    
მე-12 მეცადინეობა:17.04.2019.- საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებისა და წვეროების მითითება;
 მე-13 მეცადინეობა:24.04.2019.- ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა ( მაგ: გრძელი, მოკლე, ტოლი)
მე-14 მეცადინეობა: 08.05.2019.ტესტირება
მე-15 მეცადინეობა: 15.05.2019 წ.  .-ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ( მაგ: წვეროების, გვერდების რაოდენობა) დაჯგუფება და შედარება;
                   მოსწავლეთა სია:
1.       ტარუაშვილი მადონა
2.       ლაჭვრიშვილი გიორგი
3.       ლემსაძე ნიკოლოზ
4.       ცინცაძე მიხეილ
5.       ჩუტკერაშვილი თეკლა
6.        პეტრიაშვილი მარიამ
7.       მჭედლიშვილი მარიამი
8.       მაისურაძე დაჩი
9.       სხირტლაძე მადეა
10.   ლემსაძე ლუკა
11.   პეტრიაშვილი ნიკოლოზ
12.   ლემსაძე გიორგი
13.   ჯავახიშვილი მაია
14.   ელბაქიძე ალექსანდრე




სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასები კათედრაზე29 იანვრიდან   ფუნქციონირებას იწვებს   წრე მათემატიკაში, . 

წრეში გაერთიანება ნებაყოფლობითია და მიიღებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები.მათი რაოდენობა 10-15 მოსწავლეს უნდა შეადგენდეს.
წრის მეცადინეობა ჩატარდება 2019 წლის 29 იანვრიდან ,კვირაში ერთჯერ
მათემატიკის წრეში გაერთიანების მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ წრის ხელმძღვანელს 29 იანვრამდე
წრის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ციალა ცაბაძე.

Thursday, January 10, 2019


რეფლექსია
     საბუნებიმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ ბუნებისმეტყველების დაინტერესებით  გადავწყვიტე  ჩამომეყალიბებინა წრე ,სახელწოდებით „ ნორჩი მკვლევარები“ .წრეში გაერთიანდა საკუთარი სურვილით 11 მოსწავლე.წრის მიზანი იყო სწავლების ხარისხის ამაღლება, პასუხისმგებლობის  გრძნობის ამაღლება საკუთარი თავის , საზოგადოების და გარემოს მიმართ,გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება,ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების,კოსმოსური სამყაროს  ამოცნობა და უსაფრათხო ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარება.
დასამუშავებელი თემები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე.მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად,ჯგუფურად. აქტიურად თანამშრომლობდნენ და კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან.მოსწავლეები იკვლევდნენ,იძიებდნენ ინფორმაციას დასამუშავებელი თემების ირგვლივ.საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.წრე შეიქმნა მოსწავლეთა სურვილით,ამიტომ მათი დაინტერესება და ჩართულობა იყო დიდი.შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე მათი ყოველი შეხვედრა სახალისო იყო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეების ინტერესების და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.ისინი ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. ჰქონდათ თვითრწმენის განცდა,განსაკუთრებული სიხარული და ინტერესი გამოიჩინეს დედამიწის მოდელის დამზადების დროს.
მიზნების მისაღწევად ვიყენებდით საკუთარ და სასკოლო ბიბლიოთეკას,კომპიუტერს,
პლაკატებს,ტაბულებს,ფლიპჩარტებს,მარკერებს,თაბახის ფურცლებს. წრის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობის,კომუნიკაციის,პრეზენტაციის უნარების განვითარებას.მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი.საწრეო მუშაობამ გაუღვივა მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში მუშაობის. საწრეო მუშაობაში იყო ხარვეზებიც,გვაკლდა ზოგიერთი რესურსი მაგალითად თემატური რუკები.მომავალში საწრეო მუშაობის თემატიკას უფრო დავხვეწავ,


Thursday, January 3, 2019

ოცდამეხუთე შეხვედრა:  2018 წლის 27 დეკემბერი .
ამ შეხვედრაზე მოხდა წრის შეჯამება .მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები წრესთან დაკავშირებით.
ოცდამეხუთე შეხვედრა : 2018 წლის 25 დეკემბერი . ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჰაერის ფუნქციასა და მი ს მნიშვნელობაზე. თუ რა როლი აკისრია სუფთა ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობაზე.მოვინახულეთ მიმდებარე ტერიტორიები სადაც ადგილი აქვს გარემოს გაბინძურებას და მოვახდინეთ ტერიტორიის გასუფთავება.

Wednesday, January 2, 2019

ოცდამეოთხე შეხვედრა: 2018 წლის 20 დეკემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეები დაიყვნენ  ჯგუფებად და მასწავლებლის დახმარებით საქართველოს  რუკაზე მოძებნეს თვითეული სტიქიური მოვლენების საშიში ზონები  და გააკეთეს პრეზენტაცია.
ოცდამ    ოცდამესამე  შეხვედრა: 2018 წლის 18 დეკემბერი.ამ შეხვედრის  თემაა
                 სტიქიური მოვლენები.მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით
                 მოიძიეს ინფორმაცია სტიქიური მოვლენების შესახებ,მოიკვლიეს
                სტატისტიკური მონაცემები მათ შესახებ და გააკეთეს შესაბამისი 
                დასკვნები.