Thursday, January 10, 2019


რეფლექსია
     საბუნებიმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ ბუნებისმეტყველების დაინტერესებით  გადავწყვიტე  ჩამომეყალიბებინა წრე ,სახელწოდებით „ ნორჩი მკვლევარები“ .წრეში გაერთიანდა საკუთარი სურვილით 11 მოსწავლე.წრის მიზანი იყო სწავლების ხარისხის ამაღლება, პასუხისმგებლობის  გრძნობის ამაღლება საკუთარი თავის , საზოგადოების და გარემოს მიმართ,გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება,ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების,კოსმოსური სამყაროს  ამოცნობა და უსაფრათხო ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარება.
დასამუშავებელი თემები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე.მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად,ჯგუფურად. აქტიურად თანამშრომლობდნენ და კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან.მოსწავლეები იკვლევდნენ,იძიებდნენ ინფორმაციას დასამუშავებელი თემების ირგვლივ.საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.წრე შეიქმნა მოსწავლეთა სურვილით,ამიტომ მათი დაინტერესება და ჩართულობა იყო დიდი.შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე მათი ყოველი შეხვედრა სახალისო იყო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეების ინტერესების და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.ისინი ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. ჰქონდათ თვითრწმენის განცდა,განსაკუთრებული სიხარული და ინტერესი გამოიჩინეს დედამიწის მოდელის დამზადების დროს.
მიზნების მისაღწევად ვიყენებდით საკუთარ და სასკოლო ბიბლიოთეკას,კომპიუტერს,
პლაკატებს,ტაბულებს,ფლიპჩარტებს,მარკერებს,თაბახის ფურცლებს. წრის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობის,კომუნიკაციის,პრეზენტაციის უნარების განვითარებას.მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი.საწრეო მუშაობამ გაუღვივა მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში მუშაობის. საწრეო მუშაობაში იყო ხარვეზებიც,გვაკლდა ზოგიერთი რესურსი მაგალითად თემატური რუკები.მომავალში საწრეო მუშაობის თემატიკას უფრო დავხვეწავ,


No comments:

Post a Comment