მათემატიკის წრის რეფლექსია.2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე სახელწოდებით: „ნორჩი
მოაზროვნე „ მასში გაერთიანებული იყვნენ 1-2 კლასის მოსწავლეები . წრე ტარდებოდა
კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს , გაკვეთილების შემდეგ 45 წთ ხანგრძლივობით.
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი.ჩემი საწრეო მუშაობის მიზანი იყო ხელი შემეწყო ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის
მიმართ, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარის განვითარებას, მოტივაციის
ამაღლებასა და მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში,
საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე. ამ
მიმართულებით ჩავატარე გამოკითხვა, მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიან,როგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.თავდაპირველად საჭიროდ ჩავთვალე, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი
ძალების რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება
მათემატიკის მიმართ. ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი
შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს, ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეც
დომის არ უნდა გვეშინოდეს,რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია, მთავარია შეგვეძლოს მათი
გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თით
ოეული შეცდომის მიზეზს.მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ
სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი დაპატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავ
ლეთა ცოდნის დონე, იყო ხარვეზებიც, სამ დევნილ მოსწავლეს
ტრანსპორტის გამო გაუცდა რამდენიმე მეცადინეობა, სწავლის პროცესში, როცა
საჭიროებამ მოითხოვა, შევცვალე მასალის თანმიმდევრობა, მიუხედავად
ამისა, საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში,უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.
დაწყ.კლასის მასწავლებელი ციალა ცაბაძე
No comments:
Post a Comment