Wednesday, June 5, 2019

მათემატიკის წრის რეფლექსია.2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე სახელწოდებით: ნორჩი
მოაზროვნე „
მასში გაერთიანებული იყვნენ 1-2 კლასის მოსწავლეები . წრე ტარდებოდა
კვირაში ერთხელ
, ოთხშაბათს , გაკვეთილების შემდეგ 45 წთ ხანგრძლივობით.
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი
.ჩემი საწრეო მუშაობის მიზანი იყო ხელი შემეწყო ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის
მიმართ, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარის განვითარებას, მოტივაციის
ამაღლებასა და მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში,
საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე
. ამ
მიმართულებით ჩავატარე გამოკითხვა
, მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიან,როგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.თავდაპირველად საჭიროდ ჩავთვალე, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი
ძალების რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება
მათემატიკის მიმართ
. ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი
შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს
, ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეც
დომის არ უნდა გვეშინოდეს
,რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია, მთავარია შეგვეძლოს მათი
გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება
.გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თით
ოეული შეცდომის მიზეზს
.მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ
სავარჯიშოებს
, გაუღვივდათ ინტერესი დაპატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავ
ლეთა ცოდნის დონე
, იყო ხარვეზებიც, სამ დევნილ მოსწავლეს
ტრანსპორტის გამო გაუცდა რამდენიმე მეცადინეობა
, სწავლის პროცესში, როცა
საჭიროებამ მოითხოვა
, შევცვალე მასალის თანმიმდევრობა, მიუხედავად
ამისა
, საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში,უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი. 

დაწყ.კლასის მასწავლებელი           ციალა ცაბაძე



Monday, June 3, 2019

 მათემატიკის წრე:

მეთხუთმეტე შეხვედრა
2019 წლის 15 მაისი
ამ მეცადინეობაზე გავაკეთეთ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების წვეროების ,გვერდების რაოდენობების შედარება ნასწავლის განმტკიცება.
ასევე მოხდა მათემატიკის წრის შეჯამება 
მათემატიკის წრე:


მეთოთხმეტე შეხვედრა 
2019 წლის 8 მაისი
ამ მეცადინეობაზე გავაკეთეთ ტესტირება. მოვახდინეთ წრეებზე ნასწავლი მასალის  შეჯამება 




                      მათემატიკის წრე:

მეცამეტე  შეხვედრა
2019 წლის 24 აპრილი
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფიგურათა ზომების შედარებაზე.მოსწავლეებს დაურიგდა სხვადასხვა ზომის ფიგურები  და მოახდინეს შედარება.განვიხილეთ სხვადასხვა შემთხვევები და განვიმტკიცეთ ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.




მათემატიკის წრე
მეთორმეტე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 17 აპრილი
ამ მეცადინეობაზე საუბარი გვქონდა საერთო საზღვრის მქონე ფიგურათა საერთო გვერდებისა და წვეროების შესახებ.მოსწავლეებმა ფიგურებზე  მოძებნეს და განსაზღვრეს რაოდენობები განვიხილეთ სხვადასხვა შემთხვევები და განვიმტკიცეთ ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.





მათემატიკის წრე
მეთერთმეტე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 10  აპრილი.
ამ მეცადინეობაზე საუბარი გვქონდა ფიგურათა შიდა და გარე არეების  შესახებ.განვიხილეთ სხვადასხვა შემთხვევები და განვიმტკიცეთ ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.



Wednesday, May 29, 2019


მეათე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 3 აპრილი
ამ მეცადინეობაზე გავაკეთეთ ტესტირება. მოვახდინეთ წრეებზე ნასწავლი მასალის  შეჯამება .





მეცხრე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის  27  მარტი.
ამ მეცადინეობაზე საუბარი გვქონდა ეროვნული ფულის ნიშნების (ბანკნოტების და მონეტების ) გამოყენება  20-ის ფარგლებში. მოსწავლეებმა სახელმძღვანელოების დანართებიდან ამოჭრეს მონეტები,  ბანკნოტები მოვიყვანეთ მაგალითები  და გავაკეთეთ ამოცანები ფულის ერთეულების გამოყენებით .





მათემატიკის წრე
მერვე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 20  მარტი.
ამ შეხვედრაზე განვიმტკიცეთ ცოდნა შეკრება-გამოკლების უცნობი კომპონენტის პოვნაში .
გავაკეთეთ მაგალითები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.





მეშვიდე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 13  მარტი.
ამ მეცადინეობაზე განვიმტკიცეთ ცოდნა, წინა შეხვედრაზე ნასწავლისა და შევისწავლეთ, მარტივი ამოცანის ამოხსნის დროს შესაბამისი მოქმედებისა და მისი შესაბამისი ხერხის შერჩევა.
გავაკეთეთ ამოცანები სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.





მათემატიკის წრე
მეექვსე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 6   მარტი.
ამ მეცადინეობაზე ვისაუბრეთ ამოცანის ნაწილების შესწავლაზე. მოსწავლეებმა ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრეს მოცემული და საძებნი. შემდეგ ამოხსნეს  ამოცანები და როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში.


მათემატიკის წრე
მეხუთე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის   27  თებერვალი.
ამ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა თუ როგორ შეიძლება ზეპირად შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულება ათეულზე გავლით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოვიყვანეთ უამრავი მაგალითები .შემდეგ მოსწავლეებმა  გამოუკიდებლად გააკეთეს.   ჩართულობა იყო მაღალი.


მათემატიკის წრე
მეოთხე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 20  თებერვალი.
ამ მეცადინეობაზე საუბარი გვქონდა თუ როგორ ხდება  ზეპირი ანგარიშის დროს ბიჯით თვლა და შემდეგ თანრიგების დაჯგუფება .მოსწავლეებმა ადვილად გაიგეს ახსნილი და დამოუკიდებლადაც გააკეთეს მაგალითები.




მათემატიკის წრე
მესამე შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 13 თებერვალი. 
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობაზე. შევასრულეთ მაგალითები თემასთან დაკავშირებით.მეცადინეობა იყო ძალიან აქტიური და საინტერესო.




მათემატიკის წრე
მეორე  შეხვედრა მათემატიკის წრე:
2019 წლის 6  თებერვალი.
 ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საგნებისა და მათი გამოსახულებების მეშვეობით ,შეკრება - გამოკლების ოპერაციების შესრულებაზე და  ცნებები  > და < .     შევასრულეთ მაგალითები.





მათემატიკის წრე
პირველი შეხვედრა მათემატიკის  წრე:
2019 წლის 30 იანვარს შევხვდით წრეზე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს. გავეცანით საწრეო მუშაობის მიზნებს , პროგრამას და განრიგს.
მოკლედ ვისაუბრეთ  ყველა იმ საკითხებზე რის გაკეთებასაც ვაპირებდით მეორე სემესტრის  განმავლობაში.



Friday, May 24, 2019


მერვე შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 18 აპრილი . ამ შეხვედრაზე  წავიკითხეთ საბავშვო ქრესტომათია,კრებული  სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი მასალა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული და უცხოური ზღაპრები შემდეგ მოხდა წაკითხულ ტექსტების  განხილვა და კითხვის დროს აღზრული ემოციების გამოხატვა .

Friday, April 12, 2019


მეშვიდე შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 11 აპრილი . ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ გრამატიკულ მასალაზე. კერძოდ წინადადებები შინაარსისა და შედგენილობის მიხედვით. მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ .ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ტიპის წინადადების სწორად წაკითხვაში .ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს მხატრული ტექსტის სწორად კითხვას და მართმეტყველების წესების დაცვას.

მეექვსე  შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 4 აპრილი . ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“- იდან პატარა მოთხრობები . დავაკავშირეთ ტექსტის ეპიზოდები ერთმანეთს.და მოვახდინეთ გმირის საქციელის შეფასება..ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ  აზროვნების უნარს.

მეხუთე შეხვედრა  ქართულის წრე :
2019 წლის 28 მარტი . ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ ნელი ოქროპირიძის „იწილო- ბიწილო“ . წიგნი მდიდარია ქართული ხალხური საბავშვო ლექსებით და ენის გასატეხებით.  . მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ ენის გასატეხებს და იმეორებდნენ სწორად . ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სწორად გამოთქმაში .ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს ლექსიკურ მარაგს და კონცენტრაციის  უნარს.



მეოთხე შეხვედრა ქართულის წრე :
2019 წლის 21 მარტი . ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ ნელი ოქროპირიძის „იწილო- ბიწილო“ . წიგნი მდიდარია ქართული ხალხური საბავშვო ლექსებით და რებუსებით . მოსწავლეებმა ხალისით გააკეთეს სახალისო დავალებები , შეადგინეს რებუსები. ეს  აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს ლექსიკურ მარაგს ,შემოქმედებით და ფანტაზიის უნარს.

Tuesday, March 19, 2019

მესამე  შეხვედრა ქართულის წრე:
2019 წლის 7 მარტი. ამ შეხვედრაზე წავიკითხეთ მხატრული ტექსტი ლია შალვაშვილის „ნინი ,ზუკა და დედამიწა“  ტექსტის გაგება -გააზრების მიზნით, კითხვის პროცესში ვსვავდით კითხვებს , ვხსნიდით უცხო სიტყვებს და ტექსტის  გმირების მოგზაურობის ადგილებს რუკაზე ვძებნიდით . რაც მეცადინეობას მეტად სახალისოსა და საინტერესოს ხდიდა

Tuesday, January 29, 2019


    საწრეო  მუშაობა
წრის დასახელება: ნორჩი მოაზროვნე“
საგანი: მათემატიკა
პედაგოგი: ციალა ცაბაძე
              სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლაში შეიქმნა მათემატიკის წრე, რომელიც განკუთვნილია პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისათვის. წრის მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 45 წუთის ხანგრძლივობით.
               საწრეო მუშაობის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის მიმართ, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარის განვითარებას, მოტივაციის ამაღლებასა და მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში,
რაც თავის მხრივ გაზრდის მოსწავლეთა თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებას.
             საწრეო მუშაობა ეყრდნობა ესგ-ით გათვალისწინებულ სტანდარტებს:
მათ. 2.2.  - მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები. რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების ოპერაციები;
მათ. 2. 5.- მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
მათ.2.8.-  მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების ასაღწერად;

              საწრეო მუშაობის გეგმა:
1-ლი მეცადინეობა: 30. 01. 2019.- წრის წევრთა დაკომპლექტება, მიზნისა და სამუშაო გეგმის გაცნობა;
მე-2 მეცადინეობა:  06.02.2019.- სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულების მეშვეობით შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულება; ცნებები: -ით <,  -ით>, გაიზარდა, შემცირდა;
მე-3 მეცადინეობა: 13. 02.2019. - მოქმედებათა  ურთიერთშებრუნებულობა;
მე-4 მეცადინეობა: 20. 02.2019.ზეპირი ანგარიშის დროს ბიჯით თვლა, თანრიგების დაჯგუფება;
მე-5 მეცადინეობა: 27.02.2019.-ზეპირად ათეულზე გავლით შეკრება- გამოკლების ოპერაციების შესრულება;
მე-6 მეცადინეობა: 06.03.2019.ამოცანების ნაწილების შესწავლა, პირობის მიხედვით მოცემულისა და საძებნის განსაზღვრა;
მე-7 მეცადინეობა: 13.03.2019.-მარტივი ამოცანის ამოხსნის დროს შესაბამისი მოქმედების და მისი შესაბამისი ხერხის შერჩევა;
მე-8 მეცადინეობა: 20.03.2019.-უცნობი კომპონენტის პოვნა შეკრება-გამოკლების დროს;
მე-9 მეცადინეობა: 27.03.2019.-რეალურ და გათამაშებულ ვითარებაში ეროვნული ფულის ნიშნების ( მონეტები, ბანკნოტები) გამოყენება 20-ის ფარგლებში
მე-10 მეცადინეობა: 03.04.2019  ტესტირება
მე-11 მეცადინეობა: 10.04.2019.-ფიგურათა შიგა და გარე არეების განსხვავება, ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე    
მე-12 მეცადინეობა:17.04.2019.- საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებისა და წვეროების მითითება;
 მე-13 მეცადინეობა:24.04.2019.- ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა ( მაგ: გრძელი, მოკლე, ტოლი)
მე-14 მეცადინეობა: 08.05.2019.ტესტირება
მე-15 მეცადინეობა: 15.05.2019 წ.  .-ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ( მაგ: წვეროების, გვერდების რაოდენობა) დაჯგუფება და შედარება;
                   მოსწავლეთა სია:
1.       ტარუაშვილი მადონა
2.       ლაჭვრიშვილი გიორგი
3.       ლემსაძე ნიკოლოზ
4.       ცინცაძე მიხეილ
5.       ჩუტკერაშვილი თეკლა
6.        პეტრიაშვილი მარიამ
7.       მჭედლიშვილი მარიამი
8.       მაისურაძე დაჩი
9.       სხირტლაძე მადეა
10.   ლემსაძე ლუკა
11.   პეტრიაშვილი ნიკოლოზ
12.   ლემსაძე გიორგი
13.   ჯავახიშვილი მაია
14.   ელბაქიძე ალექსანდრე




სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასები კათედრაზე29 იანვრიდან   ფუნქციონირებას იწვებს   წრე მათემატიკაში, . 

წრეში გაერთიანება ნებაყოფლობითია და მიიღებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები.მათი რაოდენობა 10-15 მოსწავლეს უნდა შეადგენდეს.
წრის მეცადინეობა ჩატარდება 2019 წლის 29 იანვრიდან ,კვირაში ერთჯერ
მათემატიკის წრეში გაერთიანების მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ წრის ხელმძღვანელს 29 იანვრამდე
წრის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ციალა ცაბაძე.

Thursday, January 10, 2019


რეფლექსია
     საბუნებიმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ ბუნებისმეტყველების დაინტერესებით  გადავწყვიტე  ჩამომეყალიბებინა წრე ,სახელწოდებით „ ნორჩი მკვლევარები“ .წრეში გაერთიანდა საკუთარი სურვილით 11 მოსწავლე.წრის მიზანი იყო სწავლების ხარისხის ამაღლება, პასუხისმგებლობის  გრძნობის ამაღლება საკუთარი თავის , საზოგადოების და გარემოს მიმართ,გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება,ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების,კოსმოსური სამყაროს  ამოცნობა და უსაფრათხო ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარება.
დასამუშავებელი თემები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე.მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად,ჯგუფურად. აქტიურად თანამშრომლობდნენ და კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან.მოსწავლეები იკვლევდნენ,იძიებდნენ ინფორმაციას დასამუშავებელი თემების ირგვლივ.საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.წრე შეიქმნა მოსწავლეთა სურვილით,ამიტომ მათი დაინტერესება და ჩართულობა იყო დიდი.შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე მათი ყოველი შეხვედრა სახალისო იყო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეების ინტერესების და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.ისინი ენთუზიაზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. ჰქონდათ თვითრწმენის განცდა,განსაკუთრებული სიხარული და ინტერესი გამოიჩინეს დედამიწის მოდელის დამზადების დროს.
მიზნების მისაღწევად ვიყენებდით საკუთარ და სასკოლო ბიბლიოთეკას,კომპიუტერს,
პლაკატებს,ტაბულებს,ფლიპჩარტებს,მარკერებს,თაბახის ფურცლებს. წრის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობის,კომუნიკაციის,პრეზენტაციის უნარების განვითარებას.მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი.საწრეო მუშაობამ გაუღვივა მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში მუშაობის. საწრეო მუშაობაში იყო ხარვეზებიც,გვაკლდა ზოგიერთი რესურსი მაგალითად თემატური რუკები.მომავალში საწრეო მუშაობის თემატიკას უფრო დავხვეწავ,


Thursday, January 3, 2019

ოცდამეხუთე შეხვედრა:  2018 წლის 27 დეკემბერი .
ამ შეხვედრაზე მოხდა წრის შეჯამება .მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები წრესთან დაკავშირებით.
ოცდამეხუთე შეხვედრა : 2018 წლის 25 დეკემბერი . ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჰაერის ფუნქციასა და მი ს მნიშვნელობაზე. თუ რა როლი აკისრია სუფთა ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობაზე.მოვინახულეთ მიმდებარე ტერიტორიები სადაც ადგილი აქვს გარემოს გაბინძურებას და მოვახდინეთ ტერიტორიის გასუფთავება.

Wednesday, January 2, 2019

ოცდამეოთხე შეხვედრა: 2018 წლის 20 დეკემბერი. ამ შეხვედრაზე მოსწავლეები დაიყვნენ  ჯგუფებად და მასწავლებლის დახმარებით საქართველოს  რუკაზე მოძებნეს თვითეული სტიქიური მოვლენების საშიში ზონები  და გააკეთეს პრეზენტაცია.
ოცდამ    ოცდამესამე  შეხვედრა: 2018 წლის 18 დეკემბერი.ამ შეხვედრის  თემაა
                 სტიქიური მოვლენები.მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით
                 მოიძიეს ინფორმაცია სტიქიური მოვლენების შესახებ,მოიკვლიეს
                სტატისტიკური მონაცემები მათ შესახებ და გააკეთეს შესაბამისი 
                დასკვნები.